აღმაშენებლის გამზირის ნაწილი რამდენიმე საათით გადაიკეტება

დღეს, 10:30 საათიდან 12:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ-პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება.
როგორც „კვირას“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული შეზღუდვა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების გამო განხორციელდება.
„მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან მეოთხედ იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა“, – აცხადებენ მერიაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და აქ მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები