ბათუმში არასრულწლოვანი მე-13 სართულიდან გადმოვარდა- მისი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის ბულვარში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადავარდა. მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
ინფორმაცია “კვირას” შსს-შიც დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები მშენებარე კორპუსში თამაშობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები