შსს, იუსტიციის სახლთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე, გურამ ფალავანდიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფალავანდიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები კონტრაქციის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ. სამართალდამცველები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქციის წევრებს შორის დაპირისპირების და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაძლო ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები ერთმანეთს მოარიდეს. აქციის მიმდინარეობისას, კონტრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და მოქალაქეების მისამართით კვერცხებს ისროდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ ქმედებაზე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1962 წელს დაბადებული გ.ფ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები