დონალდ ტუსკი: თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის შესანიშნავი და ეფექტურია

თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის შესანიშნავი და ეფექტურია, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციამ ხელშესახები შედეგები მოიტანა.

„თქვენ იცით, როგორ ვაფასებთ თქვენს ვიზიტს. ჩვენი თანამშრომლობა, თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, შესანიშნავი და ეფექტურია. ვიზალიბერალიზაცია და ვაჭრობის მოცულობის ზრდა ამის დამადასტურებელია. ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციამ ხელშესახები შედეგები მოიტანა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები