დღეიდან, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. დასვენება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად, სწავლა 15 მარტს განახლდება.

წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგების დღეები ასე ნაწილდება: ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერს იწყება და  15 იანვარს სრულდება. საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით გრძელდება. ზაფხულის არდადეგები კი ყველაზე ხანგრძლივია, მოსწავლეები და პედაგოგები 15 ივნისიდან,  15 სექტემბრამდე ისვენებენ.

საქართველოს განათლების სამინისტრომ „საგაზაფხულო არდადეგები“ 2017 წელს დააწესა. მანამდე, მხოლოდ საზაფხულო და ზამთრის არდადეგები არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები