გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ბრიუსელში განსახილველ საკითხებს შორის იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს მიმდინარე რეფორმები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის თემატიკა.

პრეზიდენტი დაგეგმილი შეხვედრებისას ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე. გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული სიკვდილის შესახებ ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები