გედევან ფოფხაძე: დროის გაჭიანურებით მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება და აზრი გამყარდება, რომ ტატუნაშვილი მოკლულია

“დროის გაჭიანურებით მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება და აზრი გამყარდება, რომ ტატუნაშვილი მოკლულია”, – ამის შესახებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, საუკუნეების მანძილზე, კავკასიაში მიცვალებულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული.
მისივე თქმით, ვინც ცხედრის გადმოსვენების პროცესს აჭიანურებს, მას ოსებსა და ქართველებს შორის მტრობის ჩამოგდება უნდა.
“დროის გაჭიანურებით მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება და აზრი გამყარდება, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. ეს ჩვენი ინტერესი არაა, სხვა მხარის ინტერესია, რომელსაც არავინ არ უნდა ემსახუროს. შერიგებისკენ უნდა ვიაროთ. ეს ვიღაცას არ აწყობს, მას ჩვენს რეგიონში მეტი ცრემლი, სისხლი, ცხედარი უნდა. ვიღაცას არ აწყობს, ქართულმა მხარემ ცხედარი დროზე მიიღოს, მას უნდა, მეტი აგრესია გაჩნდეს. ყველას ინტერესი უნდა იყოს, რომ ოჯახმა მიცვალებული დაიტიროს და რეგიონში მშვიდობა იყოს”, – აცხადებს ფოფხაძე.
ფოფხაძის თქმით, რუსეთს რეგიონთან მიმართებაში თავისი დღის წესრიგი აქვს.
“ვიღაცას არ უნდა, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გვქონდეს და რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. რუსეთს რეგიონთან მიმართებაში თავისი დღის წესრიგი აქვს. მათ უნდათ, ადამიანების უფლებები დაარღვიონ, რომ ამით მოლოდინი შექმნან, თითქოს საქართველოდან საფრთხეა. ჩვენ მშვიდობა და ხალხთა შორის ურთიერთობა გვინდა. იმათ უნდათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ანკლავი და ომი ჰქონდეთ. ოსებსა და ქართველებს ერთმანეთთან მტრობა არ აქვთ, ეს რუსების პროვოცირებული იყო. ოსები ადრე თუ გვიან მიხვდებიან, მათი რეალური მტერი ვინაა”, – განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები