გიორგი ბეგაძე: კალაძის მიერ “ღამის ეკონომიკის” განვითარების იდეა თბილისისთვის ახალ შესაძლებლობას აჩენს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის გიორგი ბეგაძის განცხადებით, თბილისის მერის კახა კალაძის მიერ “ღამის ეკონომიკის” განვითარების იდეა, ახალ შესაძლებლობას აჩენს დედაქალქისთვის.
,,ამ იდეის განხორციელების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, გამრავალფეროვნდება ტურისტული მომსახურება და ტურისტული პროდუქტები, თბილისის ეკონომიკურად შედარებით ნაკლებად აქტიური უბნები უფრო მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე გახდება. 24 საათიანი ეკონომიკური აქტივობა დედაქალაქს ტურისტულად უფრო მეტად მიმზიდველს გახდის საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.
ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტს ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, დედაქალაქის გარეუბნები განვითარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები