ბრიტანეთი მარიხუანას მწარმოებელი ყველაზე დიდი ქვეყანაა მსოფლიოში

გაერთიანებული სამეფოს ახალი ანგარიშის თანახმად, დიდი ბრიტანეთი მარიხუანას სამედიცინო და სამეცნიერო გზებით გამოყენებისა და ექსპორტის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა. ინფორმაციას „SkyNews” ავრცელებს.
2016 წელს, დიდ ბრიტანეთში 95 ტონა სამედიცინო მარიხუანას წარმოება მოხდა. ინფორმაციას გაეროს საერთშორისო ნარკო-კონტროლის საბჭო ავრცელებს.
ბრიტანეთის უახლოესი კონკურენტი კანადაა, სადაც 80.7 ტონა მარიხუანა აწარმოეს. ნარკო-პოლიტიკის რეფორმების ლობისტთა ჯგუფმა ინგლისის მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ბრიტანეთმა უარი უნდა თქვას მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენებაზე, რადგან მას „თერაპიული“ ღირებულებები არ გააჩნია“.
„მიუღებელი და სკანდალურია ის ფაქტი, რომ ბრიტანეთი ინარჩუნებს მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენების მეთოდს, ასევე, ცდილობს შეინარჩუნოს ლიცენზია წარმოებისა და ექსპორტისთვის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა სტივ როულსმა, რომელიც აღნიშნავს, რომ ასეთი რაოდენობით მარიხუანას წარმოება არ შეიძლება, რადგან ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.
„სამედიცინო მარიხუანაზე სათანადო ხელმისაწვდომობის მქონე ქვეყნებს, ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან წარმოებული პროდუქცია ექიმებისა და ფარმაცევტების ხელშია“, – აღნიშნა როულსმა.
6 წლის ბრიტანელი ალფი დიგლი ეპილეფსიის უიშვიათსი ფორმით არის დაავადებული, რომლის მშობლებიც აცხადებენ, რომ მისი განკურნება მარიხუანას ზეთით არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები