„სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოვიყენებთ“-კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, სამხრეთ კორეის დელეგაციის ვიზიტის დროს, პირობა დადო, რომ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ, ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
„დიალოგი გაგრძელდება, კიმ ჩენ ინი არ შეეცდება რაიმე სტრატეგიულ პროვოკაციებს, როგორიცაა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების ტესტირება, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ჩანგ ეი-ანგმა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონთან მოლაპარაკების შემთხვევაში, კიმ ჩენ ინი მზადაა, ბირთვული-სარაკეტო ტესტები შეაჩეროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები