„NATO“ ერაყის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აკადემიას ააშენებს

„NATO“-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ერაყის შეიარაღებული ძალებისთვის, ალიანსი სამხედრო აკადემიას ააშენებს, სადაც ერაყელი ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებს გაივლიან. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
სტოლტენბერგის განცხადებით, სწავლების მთავარი მიზანი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არის მიმართული, რათა „ვერასდროს ვერ დაბრუნდნენ ისე, როგორც აქამდე გვინახავს“.
„NATO“ გლობალური ალიანსის ნაწილია, რომელიც ერაყში და სირიაში, ტერორისტებს ანადგურებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
დეკემბერში „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების შემდეგ, ერაყის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ყურადღებას გაამახვილებენ სამხედროების შეიარაღებაზე, „NATO“-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნების დასახმარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები