აშშ-ში ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ბრონქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა. შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, მათგან ორი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას „CBS Local“ ავრცელებს.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებასა და შენობაში დარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მეხანძრეებიც დაშავდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები