“ორივე რეზოლუცია ეხმიანება იმ შემზარავ მკვლელობებს, როგორიც არის ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმე”

ორივე რეზოლუცია ეხმიანება იმ შემზარავ მკვლელობებს, როგორიც არის ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
“რეზოლუციასთან დაკავშირებით, ორი სხვადახვა პროექტია საქართველოს პარლამენტში ინიცირებული. ერთი უმრავლესობის, მეორე, – ოპოზიციის მხრიდან.
ვფიქრობ,როდესაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, შესაძლებელია, ოპოზიციის მიერ მიღებული რეზოლუციდან გარკვეული საკითხები აისახოს უმრავლესობის რეზოლუციაში, ჯერ-ჯერობით, თქმა გამიჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, მთავარია, რომ ორივე დოკუმენტის სულისკვეთება საერთოა, – ორივე არის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული.
„ორივე ეხმიანება იმ შემზარავ ფაქტებს, მკვლელობებს, როგორიც არის ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმე“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები