მმართველი პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს უახლოეს მომავალში დაასახელებს

მმართველი პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, უახლოესი კვირეების განმავლობაში დაასახელებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატზე გარკვეული საუბრები უკვე დაიწყო, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციები პოლიტსაბჭოს რეჟიმში, ჯერ არ ყოფილა. თუმცა, ვფიქრობ, ამ ოფიციალურ კონსულტაციებსაც მალე დავიწყებთ და კანდიდატს წარვუდგენთ საზოგადოებას მომდევნო კვირეების განმავლობაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები