პანკისში ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

პანკისში ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება სოფელ დუისში, ხვალ 14:00 საათზეა დაგეგმილი.

„2017 წლის ივნისიდან დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  საელჩოს მხარდაჭერით პანკისის ხეობაში ვახორციელებთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროექტს.

პროექტის პარტნიორები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, როდი სკოტის ფონდი და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი. აღნიშნული პროექტი ეფუძნება  უწყვეტი/ეფექტური პროფესიული განვითარების პრინციპებს და გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე.

ჩვენი დახმარებით პანკისში დასაქმებული ინგლისური ენის მასწავლებლები მუშაობდნენ საკუთარი  პიროვნული და პროფესიული  უნარების, ცოდნის და სწავლების პრაქტიკის  გაუმჯობესებაზე. ეს პროცესები პედაგოგებისგან საკმაოდ ბევრ ცვლილებას მოითხოვდა, მათ შორის ახალი მეთოდების კვლევას და სხვადასხვა გამოწვევისა თუ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას ამ ყოველივეს კი პედაგოგებს თავიანთი მუდმივად ცვალებადი და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესია უყენებს.

პროექტის ფარგლებში უმთავრესი აქტივობები იყო: ტრენერთან სამუშაო შეხვედრები, პრაქტიკული სემინარები, სატრენინგო კურსები, ონლაინ თანამშრომლობა, საგაკვეთილო დაკვირვებები. ყველა პედაგოგმა წარმატებით დაასრულა ონლაინ კურსიც.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით პროექტში თითოეული პარტნიორი.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში ჩართული მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს თემაზე „მე მაქვს ოცნება”, რომელიც უკეთესი მომავლის, ინკლუზიის და თანაბარი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება. გამარჯვებული მოსწავლეები შესანიშნავი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ვიმედოვნებთ, რომ ჩენს მიერ განხორციელებული პროექტი ჩართულ პედაგოგებს და მათ მოსწავლეებს დაეხმარება ინგლისური ენის სწავლებასა თუ შესწავლასთან ერთად იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და გაუმჯობესებაში, რომლებიც მნიშვნელოვანია დღევანდელ კონკურენტულ გარემოში სწავლისა თუ დასაქმებისთვის“,- აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები