მოზარდს, რომელიც მე-8 სართულიდან გადმოვარდა, ოპერაცია უტარდება

16 წლის მოზარდს, რომელიც დიღმის მასივში მე-8 სართულიდან გადმოვარდა, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, მოზარდი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მე -8 სართულიდან გადმოვარდა და ავტოფარეხზე დაეცა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბიჭი ე.წ. “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები