დავით კოდუას ტომოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდა – პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

დავით კოდუას ტომოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდა. ექიმების გადაწყვეტილებით, პაციენტი კვლავ მართვის სუნთქვაზე დარჩა – ამის შესახებ „კვირას“ კოდუების ოჯახის წევრმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისი თქმით, კლინიკის მედიკოსები პაციენტს 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან და 7 მაისს გადაწყდება, წაიყვანენ თუ არა დავით კოდუას საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
„კლინიკის მედიკოსების გადაწყვეტილებით, ტომოგრაფიული გამოკვლევის შედეგის საფუძველზე, დავით კოდუა კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დატოვეს. ექიმები მას 24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან, რის შემდეგაც გადავწყვეტთ, წავიყვანოთ თუ არა სამკურნალოდ საზღვარგარეთ,“ – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
როგორც „კვირას“ ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლელა ჩაგანავამ განუცხადა, დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის მართვის სუნთქვაზეა გადაყვანილი. მისი თქმით, პაციენტი უკვე მეოთხე დღეა ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.
„ჩვენს კლინიკაში დავით კოდუა შაბათს გადმოიყვანეს. პაციენტს ყბა – სახის არეში ოპერაცია პროფესორმა ზურაბ გვენეტაძემ ჩაუტარა. ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – აცხადებს ლელა ჩაგანავა.
შეგახსენებთ, რომ დავითკოდუაზეთავდასხმა 3 მაისსმოხდა. კოდუასცემისფაქტზეშსს-მნოშრევანნამორაძედააკავა. საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენდავითკოდუასცემაშიბრალდებულნოშრევანნამორაძესაღმკვეთღონისძიებად2 თვიანი წინასწარი პატიმრობაშეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები