ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

7 მარტი თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დამაარსებლის – ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა. როგორც „კვირას“ ორგანიზაოტრებმა აცნობეს, ამ თარიღთან დაკავშირებით ცენტრში ყოველწლიურად იმართება განსაკუთრებული პროგრამის მქონე კონცერტები.
წელს თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო კაპელა ვახტანგ კახიძის დირიჟორობით პირველად საქართველოში შეასრულებს ცნობილი ჩეხი კომპოზიტორის – ანტონინ დვორჟაკის რე-მაჟორულ მესას სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისთვის. სოლისტების რანგში წარდგებიან ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტები.
აგრეთვე შესრულდება ა. დვორჟაკის კონცერტი ჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ლიტერატურაში ერთ-ერთ შედევრადაა მიჩნეული. კონცერტს შეასრულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის ჩელოების სექციის კონცერტმაისერი – თორნიკე გეწაძე.
კონცერტი თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 19:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები