„უამრავი მადლი და სიკეთე თან მიგყვება“

კონსტანტინე გამსახურდია გია მაისაშვილის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დასძენს, რომ მან „ნამდვილი მასტერ-კლასი აჩვენა სიცოცხლის ჰო-ყოფისა და მისთვის ბრძოლის“. უამრავი მადლი და სიკეთე , ასევე უამრავი ადამიანის სიყვარული და თანაგრძნობა თან მიჰყვება.
„თუ შენი თავი გამოგყავს როგორც მსხვერპლი, აქ უკვე გამარჯვების შანსი აღარ გაქვს!” (გია მაისაშვილი).
გია ძმაო, ძალიან დიდია მწუხარება შენი პიროვნული ენტელექიის ზესთასოფელში გარდასვლის გამო. მაგრამ შენ ერთი წამით არ დანებებიხარ საშინელ და ვერაგ სენს, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მორევია კაცობრიობა. შენ ნამდვილი მასტერ-კლასი აჩვენე სიცოცხლის ჰო-ყოფისა და მისთვის ბრძოლის.
მერაბ კოსტავას გამოთქმისა არ იყოს, უცხოობაში მყოფი “მამულის ტრფობით ნაშიმშილები” დიახაც ყოფილხარ: მეტისმეტადაც კი. უამრავი მადლი და სიკეთე თან მიგყვება, ასევე უამრავი ადამიანის სიყვარული და თანაგრძნობა. თუნდაც შენ მიერ გაზრდილი თაობებისა ლიდერთა სკოლაში.
ამიერიდან „შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, შენ უკვდავების ხარ ბინადარი”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები