საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლევილს ესტუმრა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი პარლამენტის დელეგაცია დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ლევილს ეწვია, სადაც მოინახულა ლევილის ქართული სასაფლაო და შატოში ქართული დიასპორის წამომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შატო და მისი მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.
დღის ბოლოს, დავით უსუფაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საინფორმაციო არხის ,,France 24”-ის ინგლისურენოვანი რედაქციის გადაცემაში.
გადაცემის წამყვანის ძირითადი კითხვები უკრაინის კრიზისს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს შეეხებოდა.