„კარგია, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბოდიში მოიხადა“
უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი-2″-ის ხელმძღვანელების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებას ეხმაურება. იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ სასწრაფოდ იქნება გამოძიებული და დადგენილი, რა მოწყობილობაზეა ლაპარაკი.
„დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სასწრაფოდ იქნება გამოძიებული და დადგენილი, რა მოწყობილობაზეა ლაპარაკი, ვინ დაამონტაჟა და ვინ დააყენა ეს ყველაფერი “რუსთავი 2”-ში. ჩვენი ქვეყანა, მთავრობა მხარს უჭერს მედიის დამოუკიდებლობას, ეს პრინციპი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად დავიცავთ. კარგია, რომ თავად “რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ბოდიში მოიხადა ფარულ ჩანაწერებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში არასოდეს განმეორდება ის, რასაც წინა ხელისუფლება ამკვიდრებდა ფარული ჩანაწერების გადაღებას და მერე გავრცელებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა იმერლიშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის საუბრებია აღბეჭდილი.