რუსთაველის გამზირზე, იტალიურ ეზოში ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთაველის გამზირის N32–ში ხანძარი გაჩნდა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ორი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ამჟამადაც ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, იტალიური ეზოს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 10–15 კვ. მეტრ ფართობზე გავრცელდა და შეკიდული ჭერი დაწვა. მსუბუქად დაშავდა 77 წლის მოხუცი ქალბატონი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები