“რუსთავი-2”-ის შესახებ პოლიტიკური შეფასება გამოძიების შემდეგ უნდა გაკეთდეს“

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ “რუსთავი-2”-ის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასება გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს. მინისტრი აღნიშნავს, რომ მოსმენების წინააღმდეგია.
“სანამ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდება, უნდა გამოიძიონ ეს საქმე. საერთოდ, მთლიანობაში მოსმენების წინააღმდეგი ვარ. ამ შემთხვევაში გამოსაძიებელია ალბათ და მერე გაკეთდება კომენტარები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადეს, რომ “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული ჩანაწერებია გაკეთებული. როგორც გვარამიამ განაცხადა, აღნიშნულმა ინფორმაციამ შს სამინისტროდან გამოჟონა და მათ ვიდეომასალა სწორედ ამ უწყებიდან მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები