პრეზიდენტი: მივმართავ იუსტიციის საბჭოს, “გირგვლიანის შესწორებების” მიღებამდე, მოსამართლეები უვადოდ არ დანიშნოს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს “გირგვლიანის შესწორებების” მიღებისა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა:

“პირველ რიგში, მინდა მოუწოდო საქართველოს პარლამენტს, რომ “გირგვლიანის შესწორებები”, რომელზეც მე სრული მხარდაჭერა გამოვხატე და რომლის თაობაზეც აქტიურ მსჯელობას ველი უკვე ბოლო, ერთი თვეა. შესწორებები, რომლის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში.

შესწორებების ეს ინიციატივა არ უნდა დავივიწყოთ და უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს. ვერ დაივიწყებს საქართველოს საზოგადოება უკვე მერამდენედ, ამ ინიციატივას. და მეორე, მინდა მოუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ სანამ ეს შესწორებები არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონად, უვადო დანიშვნაზე განახორციელოს მორატორიუმი.

მე არ ვამბობ, რომ ამ ორი მოწოდებით ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ პრობლემას, მაგრამ დრამატულ პროცესებს შევაჩერებთ. ის, რომ ქართულ სასამართლოს სჭირდება გაძლიერება და გაჯანსაღება ამის თაობაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკეთებ განცხადებებს. ეს გეგმა ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს იმ სირთულეებს, რასაც ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემაში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები