დღეს, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო დროებით შეჩერდება
კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი გეგმიურ-ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს, 11:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება, რის გამოც, საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.