რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, დღეს, ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

რიმა ბერაძე და ზურაბ ჩიკვილაძე მაზნიაშვილის, კოლაუ ნადირაძის, ჩხეიძის, ტირიფონისა და გრემის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ქუჩებზე რაიონის გამგეობა გზის მოვლა-შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

„აუცილებელია იცოდეთ, რომ  წელს ბიუჯეტიდან გზების მოვლა – შეკეთებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი გამოვყავით, რითიც 39-მდე ქუჩის გალამაზებას ვაპირებთ. ვფიქრობთ, ამ ტემპით სვლის პირობებში, სულ მალე ჩუღურეთის რაიონის ყველა ქუჩას მოვიცავთ“, – განუცხადა ადგილობრივებს რიმა ბერაძემ.

2018 წლის ჩუღურეთის რაიონის ბიუჯეტი 14 771 840 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 3 მილიონ ლარზე მეტი გზების შეკეთებას მოხმარდება.  რაიონის მაჟორიტარი და გამგებელი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგს პერმანენტულად განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები