საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ბაგა-ბაღების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა

საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, თამარ ტალიაშვილმა, მიხეილ ამაშუკელმა, ალექსანდრე ხუჯაძემ და დავით ჭელიძემ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სამოქმედო გეგმის შესახებ N113-ე ბაგა-ბაღში გამართულ  პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ძირითად პრიორიტეტებზე და იმ პროექტებზე, რომლებიც საბავშვო ბაღებში განხორციელდა, მათ შორის იყო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების კონტროლი და შენობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრას ასევე ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე და რაიონში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები