სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დელეგატებს მიმართა,  რომლის მთავარი მომხსენებლებიც  იტალიის საგარეო საქმეთა  სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვინჩენსო ამენდოლა და ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იყვნენ.

სოფიო ქაცარავამ გამოსვლისას ხაზი გაუსვა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პრიორიტეტს – კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს, რაც საქართველოს პირველ ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე მდგარ საფრთხეზე, რასაც  ჰიბრიდული ომი წარმოადგენს და რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს წევრი ქვეყნების  ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალი სტანდარტით ჩამოყალიბებაში.

სოფიო ქაცარავამ ინტერესი გამოხატა იტალიის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ამ საკითხის მნიშვნელობის შესახებ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები