დავით დარახველიძე USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სტეფან ჰეიკინს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სამინისტროსა და USAID-ის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
ამ ეტაპზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის USAID- ის დაფინანსებით, 4 ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მერაბ მენაბდე, დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოთია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.