სასამართლომ სანდრო ბრეგაძე დამნაშავედ ცნო – გია კუჭავამ პროცესი მოიგო

ექსპერტმა გია კუჭავამ „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთ ლიდერს სანდრო ბრეგაძეს სასამართლო პროცესი მოუგო.
სასამართლომ ბრეგაძე გია კუჭავას მიმართ პატივისა და ღირსების შელახვის საქმეში დამნაშავედ ცნო.
როგორც კუჭავამ „ კვირასთან“ საუბარში განაცხადა, საქმე ეხებოდა სანდრო ბრეგაძის მიერ კუჭავას „სუკ-ის“ აგენტად მოხსენიების ფაქტს და სხვადასხვა ბრალდებას.
კუჭავა აცხადებს, რომ სანდრო ბრეგაძემ მის მიმართ ცილისმწამებლური და უსაფუძვლო ბრალდებები გააჟღერა და ის ვალდებულია საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.
„გასულ წლის ზაფხულში სანდრო ბრეგაძემ ჯერ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჩემი მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაცია და შემდეგ იგივე გაუმეორა „ალიას“ ჟურნალისტს, ის ამტკიცებდა, რომ მე ვიყავი „სუკ-ის აგენტი და ვითომ „ეროვნული მოძრაობის“ დროს მერაბ კოსტავა მემალებოდა. მე მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ, პროცესზე არც ბრეგაძე და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, 19 თებერვალს დაუსწრებლად გამოიტანა სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრეგაძესაც მიუვიდა ეს განაჩენი, ხელი მოაწერა დედამისმა ანუ ჩაიბარა, განაჩენში წერია, რომ სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მე ვიყავი აგენტი, არის ცილისწამება და არ შეესაბამება სიმართლეს. სანდრო ბრეგაძემ „ალიას“ მეშვეობით საჯარაოდ უნდა მოიხადოს ბოდიში და უარყოს ეს ცილისმწამებლური განცხადებები, ასევე მას დაეკისრა, რომ ამინაზღაუროს 100 ლარი -სასამართლოს ბაჟი“, -აღნიშნა გია კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები