რა ვითარებაში შეატყობინეს ანას მკვლელობა მშობლებს – დამატებითი დეტალები შემზარავი ტრაგედიიდან

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მშობლებს შვილის სიკვდილი პოლიციის თანამშრომელმა შეატყობინა. დედას შვილი საწოლში მძინარე ეგონა. ოთახში შევიდა და საწოლი ცარიელი დახვდა. დის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ანას და-ძმამ სკოლაში შეიტყვეს. ისინი დღეს დილით ჩვეულებრივ 147-ე სკოლაში გაკვეთილებზე წავიდნენ.
„კვირამ“ გაარკვია, რომ 20 წლის ანა სახლიდან სავარაუდოდ, ღამის საათებში ან გამთენიისას გავიდა, რადგან გუშინ საღამოს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ.

ანა ნაცვლიშვილი ოჯახის უფროსი შვილი იყო. იგი 147-ე სკოლის საჯარო ყოფილი მოსწავლე იყო. მე-11 კლასის დასრულების შემდეგ მე-12 კლასი კერძო სკოლა „თამარიონში“ გააგრძელა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა.
ანას კიდევ ერთი და-ძმა ჰყავს. და – 147-ე სკოლის მე – 10 კლასის მოსწავლეა, ძმა კი მე-4 კლასელია.
და-ძმას სკოლაში ნათესავებმა მიაკითხეს და სკოლიდან წამოიყვანეს.
147-ე სკოლის პედაგოგები ანას ბეჯით, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოსწავლედ ახასიათებენ.
მომხდარის გამო პედაგოგები შოკირებულები არიან.
ანა ნაცვლიშვილის დასახიჩრებული სხეული დღეს დილით იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ახალგაზრდა გოგონას ხალათი ეცვა, რომელიც სისხლით იყო დასვრილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო.
ახალგაზრდა გოგონას ცხედარი ლ. სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთ ვერსიად, ანას და შეყვარებულის ურთიერთობაც განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები