„ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას, გამოძიებული უნდა იქნას “

“რუსთავი 2” არის მიკერძოებული, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი იმ განცხადების ფონზე, რაც მოვისმინეთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თამარ კორძია ტელეკომპანია “რუსთავი-2″-ის ხელმძღვანელების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებას.
მისი თქმით, კანონდამრღვევი უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და “რუსთავი 2”-ის განცხადებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაიწყონ დაუყოვნებლივ მოქმედება.
“ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა, რომ “რუსთავი 2” არის მიკერძოებული ტელევიზია, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი იმ განცხადების ფონზე, რაც მოვისმინეთ. “რუსთავი 2”-მა გამოავლინა და ისაუბრა კანონდარღვევის ფაქტზე, ფარულ მიყურადებაზე, რაც არის მტკივნეული თემა დღევანდელი საზოგადოებისთვის და დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ფარული მიყურადება არის ის მემკვიდრეობა, რაც გვერგო ამ ხელისუფლებას და რაზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება. ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას, უნდა იქნას გამოძიებული და კანონდამრღვევი სათანადოდ უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. შესაბამისად, “რუსთავი 2″-ის განცხადებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაიწყონ დაუყოვნებლივ მოქმედება და ისე უნდა გასცეს პასუხები, რომ ჩვენ არ დაგვრჩეს შეკითხვები ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – განაცხადა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები