ელგუჯა ხოკრიშვილმა ქუთაისის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშოები დაათვალიერა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ქუთაისის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშოები დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით ხორციელდება. მინისტრი იმყოფებოდა 800-მეტრიანი ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ნახშირღელედან კოპიტნარამდე გზას დააკავშირებს.
„ეს მნიშვნელოვანი პროექტია, ვაშენებთ ხიდს, რომლითაც ბევრი ადამიანი ისარგებლებს, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა, – მიმდინარე სამუშაოების პროგრესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში ხიდი უკვე ექსპლუატაციაში შევა“,- განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა. პროექტის მენეჯერის სოეილ აბასის განცხადებით, სამუშოები დასრულების ფაზაშია.
„ჩვენ უკვე ვასრულებთ ამ სამუშაოებს. როგორც გათვალისწინებული გვაქვს, ხიდის მშენებლობა ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს. მთავარია, ამინდებმა შეგვიწყოს ხელი“, – განაცხადა სოეილ აბასისმა. ელგუჯა ხოკრიშვილი მშენებლობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, დავით შავლიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.