მამუკა მდინარაძე: პარლამენტი კიდევ შეისწავლის ინიციატივას მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის მთავრობის უპრეცედენტოდ პოზიტიურ და მაშტაბურ ინიციატივას მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით და მხარს დაუჭერს მას.
“ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას, ნაკლებ ბიუროკრატიას, მოქალაქეების წახალისებას, დაიწყონ და აწარმოონ საკუთარი ბიზნესი ზედმეტი საგადასახადო ტვირთის გარეშე, – ექნება ჩვენი მხარდაჭერა.
სწორედ ასეთ ინიციატივასთან გვაქვს საქმე და ვინაიდან ხელისუფლება მიდის ასეთ მაშტაბურ რეფორმაზე, ვფიქრობ, შედეგებიც იქნება შესაბამისი. მარტივად რომ ვთქვათ, რეფორმის შედეგად ხალხში მეტი ფული გაჩნდება და მცირე მეწარმეებს ბიზნესის განვითარების აქამდე წარმოუდგენელი საშუალება მიეცემათ. ახლა მთავარია ამ ინფორმაციის თითოეულ მოქალაქემდე მიტანა, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ ახალი ინიციატივის პოზიტიური შედეგებით სარგებლობა”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები