ირაკლი გოგიას საოცარი გარღვევა თეატრალური ხელოვნებით – GREAT  GREATER  GREATEST! 

ეს არის სრულიად არაჩვეულებრივი სამუშაო, ირაკლი – გილოცავთ თქვენს ამ ნაბიჯს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების დაუსრულებელ ბრძოლაში.  თქვენ და თქვენი კოლეგები  მაგალითი ხართ ყველა ჩვენგანისათვის“, –  ეს სიტყვები ირაკლი გოგიას  კორნელის უნივერსიტეტის ატკინსონის მდგრადი მომავლის ფაკულტეტის საპატიო პროფესორმა გეილ ჰოლსტ-უორჰაფტმა მოსწერა.

ამ სიტყვების დაწერის მიზეზი იყო ის არაჩვეულებრივი გარღვევა, რაც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგიამ, თავის მსახიობებთან და კოლეგებთან ერთად მოახერხა Project CREATE-ის ფარგლებში.  ჰენრიკ იბსენის პიესის „ხალხის მტრის“ მოტივებზე აგებული პროექტი, რომელიც ბრუს ლევიტის და ანტონინ მარტოს შემოქმედებით ხედვას ეფუძნებოდა,  იმდენად ინოვაციური და რევოლუციური გახდა, რომ მან, თავის მხრივ,   მოიზიდა კომპლიმენტები მთელი მსოფლიოს წამყვანი სოციალური მეცნიერების წარმომადგენლებისაგან.

ამ პროექტის ცენტრში იყო ქართველი და აფხაზი ხელოვანების ერთობლივი თანამშრომლობითი პროექტები, სადაც მსახიობებთან – ანდრია გველესიანთან და გიორგი ცხადაძესთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ მართა ცვიჟბა და მიკა ტუჟბა. ეს მუშაობა თანამედროვე იბსენიზმის მაგალითად მონათლეს  მსოფლიო სოციალური მეცნიერების წამყვანმა სპეციალისტებმა. ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელმა და „სოციოლოგიის პიკასოდ“ წოდებულმა ნორვეგიელმა მეცნიერმა, იოჰან გალტუნგმა ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების მიერ წარმართული პროექტი CREATE საუკეთესო სოციალურ თეატრალურ პროექტად გამოაცხადა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში.  GREAT  GREATER  GREATEST!  –  დაწერა დღევანდელი მსოფლიოს სოციოლოგიის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ იოჰან გალტუნგმა.

„ეს არის, მართლაცდა, ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა სოციალური თეატრის ისტორიაში“, როგორც ამბობს გაილ ჰორსტ-უორჰაფტი. მთავარი კომპონენტი თანამონაწილეობითი თეატრის არის ის, რომ მოხდა თეატრალური მეთოდებით არსებული რეალობის შეცვლა.  „თეატრი ცვლის რეალობას“, როგორც ამას ჰენრიკ იბსენი ამბობდა,  მაგრამ დღეს 21-ე საუკუნეა და უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელების ეპოქაში უფრო რეალური ცვლილებების მოხდენა არის შესაძლებელი. კერძოდ, შესაძლებელია კონფლიქტური კერების ნეიტრალიზაცია და ნამდვილი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.  ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების ამ ნამუშევარმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ტრანსფორმაციული თეატრის განვითარებაზე.  ინტერაქციული თეატრის ასეთმა განვითარებამ ახალი ეპოქა შექმნა.

უცხოელი ექსპერტები განსაკუთრებით გამოყოფენ აფხაზი მსახიობის მართა ცვიჟბას როლს მთელს ამ კოლაბორაციულ პროცესში ქართველ მსახიობებთან – ანდრია გველესიანთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად. CREATE-ის მიმდინარეობისას რეჟისორის შემოქმედებითი მიდგომის წყალობით მოხდა ახალი პარადიგმების აღმოჩენა სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების მოგვარების საქმეში. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თეატრალურმა პროცესმა ბიძგი მისცა ბევრად უფრო თანამშრომლობითი პროცესის დასაწყისს.

როგორც თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი მეთიუ ევანჯელისტა ამბობს, ირაკლი გოგიას და CREATE Project-ის მიდგომამ მთლიანად შეცვალა საერთო ლანშტაფტი სხვადასხვა კონფლიქტთან მიმართებაში. “ეს არის ჩვენი ინსპირაცია“ – ამბობს მეთიუ ევანჯელისტა.  ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში დაიწყო კრეატიული პროცესი, რომელმაც შეიძლება გამოძახილი ჰპოვოს მთელ ახლო აღმოსავლეთში და შემდეგ უკვე – შორეულ აღმოსავლეთშიაც.  სწორედ ირაკლი გოგიას თეატრალურმა მიდგომამ შეძლო ეს ნოვატორული (groundbreaking) გარღვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები