ფილმ „Hostis Publicus და თაბაშირის იუდას“ ჩვენება გაიმართება

25 თებერვალს, 15:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფილმის – „Hostis Publicus და თაბაშირის იუდას“ ჩვენება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდის ერთი ოჯახის ისტორიას ე.წ. წითელი ტერორის ფონზე. ფილმის სიუჟეტი აგებულია გადასახლებული სკოლის მასწავლებლის, ფილოლოგ უჩა სალუქვაძის წერილებისა და საზოგადოება „მემორიალის“ უნიკალური საარქივო მასალის მიხედვით.
ფილმის ავტორია მარინა სალუქვაძე, მუსიკალური გაფორმება – ზაზა მარჯანიშვილი, ტექსტს კითხულობენ: ანდრია გველესიანი, სანდრო გოგრიჭიანი და მარინა სალუქვაძე.
მისამართი: ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები