გურამ თიკანაძის სახელობის ფოტოსტუდიის წრის წევრთა გამოფენა – „მისტიკა“ გაიხსნება

21 თებერვალს, 16:30 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში გურამ თიკანაძის სახელობის ფოტოსტუდიის წრის წევრთა გამოფენა „მისტიკა“ გაიხსნება.
„თქვენ იხილავთ მისტიკურ ექსპოზიციას, სადაც ფოტოსტუდიის მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. გამოფენაში 22 ავტორი მიიღებს მონაწილეობას და შეეცდებიან, დაგანახვოთ თავიანთი თვალით აღქმული იდუმალი სამყარო. გელოდებით ყველას!“- აღნიშნულია ეროვნული სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები