თემურ ჩალაბაშვილის პოეზიის საღამო გაიმართება

21 თებერვალს, 20 საათზე, კლუბ “დეჟავუში” თემურ ჩალაბაშვილის პოეზიის საღამო გაიმართება.
მეგობრებო, კიდევ ერთი სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ. თქვენ გექნებათ საშუალება, მოისმინოთ უნიჭიერესი პოეტის და არაჩვეულებრივი ადამიანის, თემურ ჩალაბაშვილის ლექსები. მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: რუსუდან მუმლაძე, თემურ წიკლაური და კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.
საღამოს გაუძღვება მანანა დანგაძე“, – აღნიშნულია კლუბ „დეჟავუს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საღამოს ორგანიზატორები არიან: ეკა სალუქვაძე და მანანა დანგაძე. ბილეთის ფასი 10 ლ. მისამართი: კოსტავას ქ. 36.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები