ქართველი რეჟისორის ფილმი – „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ ბერლინში საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად აღიარეს

ბერლინში, ქართველი რეჟისორის სანდრო კობერიძის სადებიუტო ნამუშევარი – „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“  გერმანელმა კინოკრიტიკოსებმა საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად აღიარეს.
სანდრო კობერიძის ფილმმა მარსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა, ახლახან კი, კიდევ ერთი აღიარება ხვდა წილად.
ფილმმა „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ ჩილეს Valdivia International Film Festival-ზე ჟიურის პრიზი დაიმსახურა.
სადებიუტო ფილმი სანდრო კობერიძემ საქართველოში გადაიღო და ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლს გიორგი ბოჭორიშვილი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები