ლატვიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მოკვლა სურთ

ლატვიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ილმარ რიმშევიჩი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ბიურომ დააკავა, აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ. რიმშევიჩი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
„გასაგებია, რომ ლატვიაში ვიღაცას ჩემი არსებობა არ აწყობს. მოკვლით მემუქრებოდნენ, რაც სამართალდამცველებს ვაცნობე“,- განაცხადა მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე. ორშაბათს საღამოს კი, 48-საათიანი წინასწარი დაკავების შემდეგ, ის 100 ათასი ევროს ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
რამშევიჩს თანხის გამოძალვას და დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. როგორც კორუფციასთან ბრძოლის ბიურო იუწყება, ქრთამის სახით, 100 ათას ევროზე მეტი იყო გაცემული. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ლატვიაში მოქმედებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრებიც იყენებენ სამსახურებრივ მდგომარეობას და პოლიტიკურ გავლენებს და იღებდნენ ქრთამებს, მათ შორის, საკრედიტო დაწესებულებებისგან. სამართალდამცველებმა ბიზნესმენი მარის მარტინსონსიც დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ამ საქმეში, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები