ჩრდილოეთ ოსეთში სკოლები და ბაღები ეპიდემიის გამო დაიხურა

ვლადიკავკაზში ეპიდემიოლოგიური ზღვარი 1,5 %-ით არის აწეული. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყება აცხადებს. ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექციით ავადობა 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება, სკოლის მოსწავლეებში და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებში, _ ნაკლებად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„3-6 წლის და სასკოლო ასაკობრივ კატეგორიაში შეიმჩნევა ავადობის შემცირება. სამედიცინო ორგანიზაციები უზრუნველყოფილნი არიან ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ანტივირუსული პრეპარატებით. უზრუნველყოფილები არიან ყველაფრით.“
მთლიანობაში კი, ჩრდილოეთ ოსეთში ეპიდემიოლოგიური ზღვარი 22%-ით არის გადაჭარბებული. იმისათვის, რომ ავადობის მომდევნო მატება აღკვეთილ იქნას, რესპუბლიკის მასშტაბით გაცემულია რეკომენდაცია, გაგრძელდეს შეზღუდვის ზომები. აღსანიშნავია, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 22 თებერვლამდე კარანტინია გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები