იან კელი: მნიშვნელოვანია თქვენს ხალხს ესმოდეს, თუ რატომ შედის თქვენს ინტერესებში დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა გქონდეთ, რომ მკაფიო მესიჯები გაგაჩნდეთ, რომ თქვენს ხალხს ესმოდეს, თუ რატომ შედის თქვენს ინტერესებში დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება”,-ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე ტრენინგების ციკლის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მესიჯები მკაფიოდ უნდა იყოს გაჟღერებული.
„ჩვენს ინტერესებში შედის, რომ თქვენ უფრო და უფრო დაუახლოვდეთ დასავლეთს, რომ თქვენ ნატო-ს, ევროკავშირს შეუერთდეთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა გქონდეთ, მკაფიო მესიჯები გაგაჩნდეთ, რომ თქვენს ხალხს ესმოდეს, თუ რატომ შედის თქვენს ინტერესებში დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება.
ეს მესიჯები ისე უნდა გააჟღეროთ, რომ ხალხს ის ესმოდეს. უნდა მოქმედებდეთ პრინციპით, ერთი გუნდი, ერთი მისია, ერთი მესიჯი. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ უნდა განსაზღვროთ ნარატივი თქვენი ქვეყნისთვის. თუ თქვენ არ განსაზღვრავთ, ვინმე სხვა, ჩრდილოეთისკენ განსაზღვრავს მას თქვენთვის, ან დააფინანსებს მავნე ძალებს ქართულ საზოგადოებაში, რათა განსხვავებული ნარატივი განსაზღვრონ, რომელიც თქვენს ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები