არჩილ თალაკვაძე: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს უსმენენ, განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებია.
მისივე თქმით, ამ საქმეში ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზებისთვის.
“ჩვენ დღეს საკომიტეტო ფორმატში მოვუსმენთ ანგარიშს, რომელიც ეხება საქართველოს უსაფრთხოებას რეგიონში, საგარეო საფრთხეებს. რა თქმა უნდა, საქართველო რეგიონში რჩება ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე საიმედო პარტნიორი და ყველაზე სტაბილური ქვეყანაა მდგრადი ეკონომიკური განვითარებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები. ამ საქმეში ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს, სტრატეგია, ხედვა და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ მოხდეს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზაცია და კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარშემო. გარდა ამისა, საინტერესოა, თუ რა ინფორმაციას მოგვაწვდიან დღეს კომიტეტის ფორმატში, რეგიონში არსებულ ისეთ საფრთხეებთან დაკავშირებითაც, რაც ტერორიზმს უკავშირდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები