თალაკვაძე მუხთარლის საქმეზე: მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საკმაოდ დიდი სამუშაოა გაწეული

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საკმაოდ დიდი სამუშაოა გაწეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ მუხთარლის საქმეზე შეფასებების გაკეთება გამოძიების დასრულების შემდეგ შეიძლება.
“ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთადერთი კომენტარი, რაც დღეს შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საკმაოდ დიდი სამუშაოა გაწეული. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ შეფასებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაციები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები