მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა – გოგი ხოშტარიას ლექცია გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართება ლექციათა ციკლი, რომელიც ეძღვნება ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენას – „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“.
როგორც „კვირას“ ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პირველი ლექცია გაიმართება 24 თებერვალს, 15:00 საათზე. ლექციას წაიკითხავს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია თემაზე – „სიქსტეს კაპელის მოხატულობის მოსამზადებელი ესკიზები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები