გია ვოლსკი ემრე ჩაბუქზე: მთავარია, სამართალი აღსრულდეს და დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას

“არსებობს გარკვეული სამართლებრივი ნორმები და მოთხოვნები, არსებობს სასამართლო თურქეთში და საქართველოში და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით განცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, სამართალი აღსრულდეს.
“არსებობს გარკვეული სამართლებრივი ნორმები და მოთხოვნები, არსებობს სასამართლო თურქეთში და საქართველოში და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, რომ სასამართლო გაძლიერდეს და გახდეს დამოუკიდებელი და ამავე დროს, ყოველდღე ვსაუბრობთ, რომ რაღაც პოლიტიკურ კონიუქტურაზეა მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული. მთავარია, სამართალი აღსრულდეს და დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, დღეს წინასაექსტრადიციო პატიმრობა 1000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გირაოს შეფარდების შესახებ შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პროკურორმა დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები