მერაბ ქვარაია: თვითმმართველობის კომიტეტი ღიაა თანამშრომლობისთვის

ბორჯომში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლის სტრატეგიის განხილვა გაიმართა, სადაც მონაწილეობა პარლამენტარებმა, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.
როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ განაცხადა, კომიტეტის სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის განხილვა ნიშნავს, რომ კომიტეტი ღია და გახსნილია თანამშრომლობისთვის.
“ის, რომ კომიტეტის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების თანამონაწილეობით განიხილება ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ღია და გახსნილები თანამშრომლობისთვის. ვადებში კარგად გაწერილი ფისკალური დეცენტრალიზაციის პოლიტიკა და ძლიერი, უფლებებითა და შესაბამისი ფინანსური რესურსებით აღჭურვილი თვითმმართველობა ჩვენი ერთობლივი საბოლოო მიზანია და ამ მიზნისკენ კარგად გააზრებული, გეგმაზომიერი ნაბიჯებით უნდა წავიდეთ”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები