ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. ღუდუშაურის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც 20 მ სიგრძისა და ექვსი მეტრის სიმაღლის კედელი შენდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ღუდუშაურის ქ. N27-29-ში არსებული ძველი კედელი გასულ წელს ჩამოინგრა და ახლის მშენებლობა აუცილებელი გახდა. რელიეფიდან გამომდინარე, ჩვენს კონტრაქტორ კომპანიას საკმაოდ რთული სამუშაოს შესრულება უწევს. ძველი კედლის ჩამონგრევის დროს ერთ მოსახლეს სახლის სახურავი დაუზიანდა, რომლის რეაბილიტაციაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ღუდუშაურის ქუჩაზე კედლის მშენებლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ბეტონის ჩასხმა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 167 077 ლარია.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები