მამუკა მდინარაძე ვიზალიბერალიზაციაზე: საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე – რაიმე გაფრთხილება არ ყოფილა, ეს უფრო კომენტარები იყო

საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე – რაიმე გაფრთხილება არ ყოფილა, ეს უფრო კომენტარები იყო, თუმცა არც ეს არის მაინცდამაინც კარგი – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
“საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რომ მსგავსი თუნდაც კომენტარებიც კი არ გაკეთდეს მედიასივრცეში“, – განაცხადა დეპუტატმა.
თუმცა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, რეგულაციები გამკაცრდეს.
“თუ საუბარი იქნება გარკვეულ რეგულაციებზე გამკაცრების კუთხით და ეს ხელს შეუწყობს პრევენციას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რისკებისა, ბუნებრივია, ამას დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები