ქობულეთში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა

ქობულეთში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. მამაკაცი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილი სტაციონარში ქობულეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, წინასწარი გამოძიება სასამართლოს განჩინების მიღებას ელოდება, რის შემდეგაც, ქმრის დაჭრის ფაქტზე მოხდება ცოლის დაკავება.
ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავთ, სამივე მცირეწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები